აშშ ირანთან დაკავშირებულ კომპანიებსა და ადამიანებს სანქციებს უწესებს. ვაშინგტონმა „შავ სიაში“ ჰონგ-კონგში დაფუძნებული ორი კომპანია, შანხაისა და დაუბაიში დაფუძნებული კი თითო კომპანია შეიყვანა. მიზეზი ამ ორგანიზაციების მხრიდან ირანის ეროვნული სანავთობო კომპანიის დახმარებაა, რაც აშშ-ის სანქციების გვერდის ავლით მილიონობით დოლარის ღირებულების ნავთობის ექსპორტს ისახავდა მიზნად.
სანქციები აშშ-ის მხრიდან ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიის ფარგლებში უახლოეს ზომას წარმოადგენს. აშშ-ს სურს ირანი აიძულოს ბირთვული პროგრამის, რეგიონული აქტივობების და ბალისტიკური რაკეტების საკითხებში დათმობებზე წავიდეს.