საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც საქართველოს პრეზიდენტი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს ამ რთულ დროს საქართველო თურქ ხალხთან დგას. პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოვთქვამს დაღუპულთა ოჯახების მიმართ და გამძლეობას უსურვებს. ბოლო მონაცემებით თურქეთში მიწისძვრის შედეგად 29 ადამიანი გარდაიცვალა და ათასზე მეტი დაშავდა.