ვერტმფრენის კატასტროფას კალათბურთელი კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი ემსხვერპლა. ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა - პილოტი და 8 მგზავრი, არავინ გადარჩენილა. კობი ბრაიანტისა და გაიანას დაღუპვის შესახებ ინფორმაცია NBA-ის კომისარმა ადამ სილვერმაც დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრაიანტის კერძო ვერტმფრენმა კატასტროფა კალაბასასში, კალიფორნიაში განიცადა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 41 წლის კობი ბრაიანტი მთელი თავისი 20 წლიანი კარიერის მანძილზე "ლოს-ანჯელეს ლეიკერსში" თამაშობდა. ის NBA-ის ჩემპიონის ტიტულის ხუთგზის მფლობელი იყო.