"რეალისა" და "ხიმკის" ძლევის შემდეგ თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ლიგა ენდესის მე-19 ტურში საკუთარ მოედანზე "ანდორასთან" 73:77 დამარცხდა. შენგელიამ 36:15 წუთში 13 ქულა 10 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 9 იყო. 18 ქულითა და მარგი ქმედების 21-იანი კოეფიციენტით საუკეთესო ბასკონიელი შევონ შილდსი იყო. შეგახსენებთ, რომ "ბასკონია" 9 მოგებით მეათე ადგილზეა და პირველ თებერვალს სტუმრად "უნიკახას" დაუპირისპირდება.