"ავერსის" კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსის, თამარ ოგბაიძის განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების რისკები და გლობალურად საქართველო უკვე ხვდება მაღალი რისკის ქვეშ. მისი თქმით, აღნიშნული ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა და უკვე 2798 შემთხვევაა დადასტურებული.
პედიატრის ინფორმაციით, საეჭვო შემთხვევები ორჯერ მეტია. ოფიციალურად დაფიქსირებული ავადობიდან 641 პატიენტის მდგომარეობა მძიმეა. პედიატრმა ვირუსის სიმპტომებსა და პრევენციის ზომებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ ვირუსს სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსი სიმპტომები ახასიათებს და პრევენციის ზომებიც მსგავსია.