საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა თემებთან ერთად ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ხელს უწყობს ნდობის აღდგენას გაყოფილ საზოგადოებებს შორის, თუმცა სამშვიდობო ინიციატივას და ცალმხრივ უარს ძალის გამოყენებაზე სამაგიერო რეაგირება არ მოჰყოლია. ჩვენ პასუხს ვიღებთ ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციით, მუქარითა და ინციდენტებით, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა