რუსეთი, დღეიდან, დაუდგენელი ვადით ჩინეთთან სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლას აჩერებს და მიზეზად, კორონავირუსის გავრცელების რისკებს ასახელებს. აღსანიშნავია, რომ ამავე მიზეზით, 31 იანვრიდან რუსეთს ჩინეთთან სარკინიგზო მიმოსვლა შეზღუდული ჰქონდა. ამავე დღიდან მოსკოვმა ნაწილობრივ დაკეტა ჩინეთთან საზღვარი.