2019 წელს წინა წელთან შედარებით, სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა მილიონ 200 ათასი ტონით გაიზარდა. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-დეკემბერში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 42 მილიონ 300 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2018 წლის ამავე პერიოდში 41 მილიონ 100 ათასი ტონა იყო.
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 10 მილიონ 900 ათასი მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, წინა წლის განმავლობაში 412 მილიონ 200 ათასი მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2018 წელს კი ეს ციფრი 401 მილიონ 300 ათასი იყო.
წინა წელს 2018 წელთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 2 მილიონ 100 ათასი ტონით გაიზარდა და 17 მილიონ 200 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2018 წელს 15 მილიონ 100 ათასი ტონა იყო.
ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 193 ათას 878 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში 647 ათას 816 კონტეინერი, 2018 წელს კი 453 ათას 938 კონტეინერი გადამუშავდა.