ჭარბი წონა და სიმსუქნე მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემისთვის პრობლემას წარმოადგენს. სიმსუქნის პრობლემაზე ცნობადობის ამაღლება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სიმსუქნის გართულებების თავიდან აცილებას და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
პალიტრა ელ-მა გამოსცა ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისთვის - "მიაღწიე სასურველ წონას და შეინარჩუნე ის". როგორც მისი კონსულტანტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი და ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ზერეკიძე აღნიშნავს - "პუბლიკაციაში ნათლად ჩანს პრობლემის არსი და მისი გამომწვევი მრავალრიცხოვანი მიზეზი". იმის გააზრება, რომ სიმსუქნის განვითარება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული მკითხველს დაეხმარება პრობლემის სირთულის აღქმაში.
ჭარბი წონისა და სიმსუქნის პრობლემა აქტუალურია. ეს წიგნი კი კარგი სახელმძღვანელო იქნება პაციენტებისთვის, რადგან ინფორმატიულია, ადვილად აღქმადი, სრულად ასახავს პრობლემის სირთულეს და საშუალებას აძლევს მკითხველს რაციონალურად მიუდგეს ამ საკითხს.