ნიკოლოზ ბასილაშვილი (28) როტერდამის ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა. საქართველოს პირველი ნომერი მსოფლიოს მე-15 ჩოგანთან, ანდრეი რუბლიოვთან 2:6, 3:6 დამარცხდა. მატჩი სულ 56 წუთს გაგრძელდა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზი 22 წლის რუბლიოვს აქამდე სამჯერ შეხვდა და მისი დამარცხება ორჯერ მოახერხა. რუსი ჩოგბურთელი მომდევნო წრეში კაზახ ალექსანდრ ბუბლიკს დაუპირისპირდება.