„ფეისბუქმა“ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ექაუნთები შეაჩერა, რომელიც უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყალბი ნარატივების გავრცელებას ისახავდა მიზნად.
„ფეისბუქის“ კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსული ოპერაცია ასზე მეტ ანგარიშს იყენებდა „ფეიბუქზე“ და „ინსტაგრამზე“ რათა შეექმნათ ყალბი პერსონები, რომლებიც ძირითადად თავს ჟურნალისტებად ასაღებდნენ.
აღნიშნულზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.