ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი აღარ გაიმართება. როგორც ევროპული საქართველოს წევრი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, ოპოზიცია დიალოგის საჭიროებას ვერ ხედავს. დეპუტატის თქმით სანამ ხელისუფლება მართმსაჯულების სისტემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს დიალოგი არ შედგება. მისივე თქმით ხელისუფლებას დიალოგის რეჟიმზე გადასვლა არა რეალური შედეგებისთვის არამედ დასავლელი პარტნიორებისთვის თვალის ასახვევად სურს.