რა მოხდა:
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენა უნდა დაწყებულიყო, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მივიდნენ. ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავას ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღაბი ეკეთათ. ისინი ირაკლი შოთაძესთან მივიდნენ, რასაც კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა.
რა ხდება ამ წუთებში პარლამენტთან
რას მოჰყვა დაძაბულობა პარლამენტის შესასვლელთან
ვითარება პარლამენტის შესასვლელთანაც დაძაბულია:
პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, სადაც "ლელო საქართველოსთვის" და სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს, მოძრაობა "შეცვალე" მივიდა.
ისინი პარლამენტის კომიტეტში გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენას აპროტესტებენ. ბუშტებზე დამაგრებულია პლაკატი წარწერით "შოთაძის გაყალბებული საქმეები" . გარდა ამისა, მათ პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებულ ქუჩაზე წითელი საღებავით ნაფეხურები დახატეს, რაც აქტივისტების განმარტებით, ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდს ასახავს.