იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარ ინციდენტს გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე აკაკი წერეთლის პოემიდან "გამზრდელი" ციტატით გამოეხმაურა. ამასთან როგორც შოტაძემ აღნიშნა ის მომხდარი ინციდენტის გამო თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობს. გენერალური პროკურორობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა მისთვის კრიტიკული კითხვები დაესვათ, თუმცა შოთაძე მიიჩნევს, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს.