წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანმა კლინიკურმა საავადმყოფომ და ქართულ-გერმანულმა კონსილიუმმა ქირურგიული ონკოლოგიის კვირეულს უმასპინძლა.
სპეციალური ვიზიტით, კლინიკას ესტუმრა გერმანიის, მაგდებურგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორი, ცნობილი ონკოქირურგი, პროფესორი როლანდ კონერი. ეს არ არის მისი პირველი სტუმრობა საქართველოში. პროფესორი კონერი არაერთი წელია მეგობრობს და თანამშრომლობს ქართველ კოლეგასთან - მედიცინის აკადემიურ დოქტორთან,პროფესორ არჩილ ალადაშვილთან - წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის მრავალპროფილიანი კლინიკის დირექტორის მოადგილესთან სამედიცინო და სამეცნიერო მიმართულებით,
რამდენიმე დღის განმავლობაში პროფესორმა არჩილ ალადაშვილმა პროფესორ როლანდ კრონერთან და ონკოქირურგთა მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად, წარმატებით ჩაატარა რამდენიმე ურთულესი ოპერაცია. ასევე უფასო კონსულტაცია გაუწია არაერთ პაციენტს. ჩატარდა ტრენინგები კლინიკის ექიმებისთვის.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა როლანდ კრონერმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაატარა ლექცია "რობოტული ქირურგია - გერმანული გამოცდილება". ლექციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.