მიმდინარე წლის 18 მარტიდან შეერთებული შტატების ხელისუფლება 15%-მდე გაზრდის ევროპიდან იმპორტირებულ თვითმფრინავებზე საბაჟო ტარიფს. აღნიშნულის შესახებ საუბარია, სავაჭრო საკითხებში ამერიკის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული განცხადებაში.აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ Airbus-ში. მათი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ავნებს თავად ამერიკულ ავიაკომპანიებს. კომპანია იმედს გამოთქვამს, რომ შტატები საკუთარ პოზიციას შეიცვლის.როგორც ცნობილია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟმა 2019 წლის ნოემბერში ამერიკულ მხარეს უფლება მისცა ევროპიდან იმპორტირებულ 7 მილიარდ 5 მილიონი დოლარის პროდუქციაზე საბაჟო ტარიფები გაეზარდათ, იმის გამო, რომ ევროკავშირმა არ შეასრულა მანამდე დაკისრებული ვალდებულება, რომელიც კორპორაცია Airbus-ის სუბსიდირებას ეხებოდა.