ჩინეთის ხელისუფლებამ 9,7%-ით გაზარდა ქვეყანაში გავრცელებული კორონა ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყოფილი დაფინანსება, ხელისუფლებამ დამატებით 8 მილიარდი იუანი ანუ მილიარდ 140 მილიონი დოლარი გამოყო. ჯამში, კი დაფინანსებამ შეადგინა 90 მილიარდ 100 მილიონი იუანი ანუ 12 მილიარდ 900 მილიონი დოლარი.როგორც ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში წერია, დამატებით გამოყოფილი თანხის 43% ჰუბეის პროვინციას მოხმარდება, სადაც დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.16 თებერვლის მდგომარეობით, ჩინეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობამ ათას 665-ს მიაღწია. სულ კი ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 68 ათას 500-მდეა.