დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოების ჩამონათვალი დაამტკიცა.
ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან განსაკუთრებული რისკის შემცველ სამუშაოებად მიიჩნევა, მათ შორის, ფიზიკურ დატვირთვასთან - ტვირთის გადატანასთან დაკავშირებული სამუშაოები; ასევე სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია ფიზიკურ ფაქტორებთან, როგორებიცაა მაგალითად: ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება და ა.შ.
ამასთან, დადგენილების მიხედვით, აკრძალულია ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ასვლა/ჩამოსვლა ვერტიკალურ კიბესა და ბოძზე ფეხმძიმობის დადგენის დღიდან. ასევე ღამის სამუშაოების შესრულება, მუშაობა ცვლებში ან ერთმანეთის მომდევნო ცვლებში მუშაობა.