ალბანეთის პრეზიდენტმა, ილირ მეტამ საკუთარ ერს მოუწოდა მემარცხენე მიმართულების მთავრობა ჩამოაგდოს, რომელსაც ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევაში და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირიში ადანაშაულებს. პრეზიდენტის თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმა, რომელიც სამი წლის წინ დამტკიცდა, რათა მექრთამეობა აღმოფხვრილიყო და პროკურორებისა და მოსამართლეების პოლიტიკისგან დამოუკიდებლობა შესაძლებელი გამხდარიყო, ჩავარდა.
მეტას ეს მოწოდებები, როგორც ჩანს საპასუხო ნაბიჯია მმართველი "სოციალისტური პარტიის" პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, რომელმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები წამოიწყო.
მოსალოდნელია, რომ მარტში "სოციალისტების" მიერ მართული პარლამენტი ანგარიშს გამოსცემს, რომელშიც პრეზიდენტს გადადგომა იქნება მოთხოვნილი.