ბერლინის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ Tesla-ს ქარხნის მშენებლობის გაგრძელების ნება დართო.
Tesla-ს წინააღმდეგ სარჩელი ორგანიზაციამ „ბრანდებურგის მწვანეთა ლიგამ“ და ბავარიის ლანდშაფტისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის ასოციაციამ შეიტანა. სარჩელის არმიღების საფუძვლად სასამართლომ კომპანიის მხრიდან მიწოდებული იურიდიული დოკუმენტაცია დაასახელა, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი Tesla-ს ქარხნის მშენებლობა ბერლინთან ახლოს.
შეგახსენებთ, Tesla-მ გასული წლის ნოემბერში ბრანდერბურგთან ახლოს ევროპული „გიგა ქარხნის“ ასაშენებლად 300 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინა. წინასწარი მონაცემებით, ქარხანა 2021 წლისთვის უნდა გაიხსნას, სადაც წელიწადში 500 ათასამდე მანქანის წარმოება იგეგმება.