2040 წლისთვის ბუნებრივ თხევად გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება და 700 მილიონ ტონას მიაღწევს. ამის შესახებ ენერგოკომპანია Royal Dutch Shell-ის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
დოკუმენტის თანახმად, 2019 წელს მსოფლიო ბაზარზე თხევად გაზზე მოთხოვნა 12,5%-ით გაიზარდა და 359 ტონას მიაღწია. როგორც Shell-ი ვარაუდობს, მომდევნო წლებში დომინანტ მომხმარებლად აზია დარჩება, ხოლო სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია მოთხოვნის ნახევარზე მეტს უზრუნველყოფენ.
აღსანიშნავია, რომ თხევადი გაზი განსაკუთრებით მოთხოვნადი სწორედ 2019 წელს გახდა. აღნიშული ბუნებრივი გაზი გამოყოფს 45-55%-ზე ნაკლებ გამონაბოლქვს, ვიდრე ნახშირი.