შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა საკოორდინაციო მექანიზმების ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა, მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები განიხილეს.
მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მექანიზმი შეიქმნა იმისთვის, რომ ჰუმანიტარული მიმართულებით მუშაობა გახდეს უფრო კოორდინირებული. ციხელაშვილის თქმით სამუშაო პროცესში ძალიან აქტიურად არის ჩართული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.
უწყების ცნობით აქტიურად მიმდინარეობს 1990-იანი წლების და 2008 წლის საბრძოლო მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების, იდენტიფიკაციის და ოჯახებისთვის გადაცემის პროცესი.