დევიდ ბექჰემის კლუბმა MLS-ში ინტერ მაიამიმ არსებობის მანძილზე პირველი მატჩი ჩაატარა, სადაც სამხრეთელები ლოს ანჯელესთან მინიმალური სხვაობით - 1:0 დამარცხდნენ.
მაიამის - როდოლფო პისარო ისტორიაში პირველი ოფიციალური გოლის გატანასთან ახლოს იყო, თუმცა მისი დარტყმული კარს ასცდა, ასევე კარგი მომენტი ჰქონდა შოტლანიის ნაკრების წევრს - ლუის მორგანს.
ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მატჩს თვალი VIP ტრიბუნიდან, მეუღლესთან - ვიქტორია ბექჰემთან ერთად ადევნა.