მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ხილის ექსპორტი 39,4%-ით, ბოსტნეულის კი - 11%-ით გაიზარდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში ხილისა და კაკლის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 7 მილიონ 138 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. ამასთან, ხილისა და კაკლის მოცულობა, მთლიან საექსპორტო პროდუქტებს შორის 2,7% იყო.
ჯგუფში წამყვან პოზიციებს იკავებდა: მანდარინი - 2 მილიონ 928 ათასი დოლარით, თხილი - 2 მილიონ 725 ათასი დოლარით, ბანანი - 340 ათას 400, ფორთოხალი - 221 ათას 700 და ვაშლი - 152 ათას 700 დოლარით.
რაც შეეხება ბოსტნეულს, 2020 წლის იანვარში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლმა მილიონ 260 ათასი დოლარი შეადგინა. ამასთან, მთლიან საექსპორტო პროდუქტებს შორის, ბოსტნეულის წილი 0 5% იყო. ჯგუფში წამყვან პოზიციებზეა: კიტრი - 136 ათას 600 დოლარით, სოკო - 122 ათას 500 და ბადრიჯანი - 112 ათას 300 დოლარით.