მეცნიერებმა მიაკვლიეს ორი ჯუჯა ვარსკვლავის შერწყმის შედეგად მიღებულ უჩვეულო ფორმის ვარსკვლავს, რომელიც, როგორც ამბობენ, კოსმოსური აფეთქების შედეგია, თუმცა აფეთქებას არა ახალი ვარსკვლავის წარმოქმნა, არამედ ორი ვარსკვლავის შერწყმა მოჰყვა.
საინტერესოა, რომ ვარსკვლავს უჩვეულო ფორმა აქვს. მეცნიერები მას "გიგანტურ კოსმოსურ თოვლის ბაბუას" უწოდებენ. მსგავსი კომპოზიცია აქამდე მკვლევარებს არ აღმოუჩენიათ.
მეცნიერთა თქმით, თეთრი ფერის ვარსკვლავი დედამიწიდან 150 სინათლის წელიწადითაა დაშორებული და ის ორი ჩვეულებრივი ჯუჯა ვარსკვლავის შერწყმის შედეგად, დაახლოებით, 1.3 მილიარდი წლის უკან შეიქმნა.
ასტრონომების მტკიცებით, საქმე უჩვეულო შემთხვევასთან გვაქვს და ყოველივე სცდება ვარსკვლავური სისტემის განვითარების აქამდე არსებულ ნორმებს.
რაც შეეხება ჯუჯა ვარსკვლავებს, ასე უწოდებენ შედარებით პატარა ზომისა და თეთრი, მკრთალი ნათების მქონე ვარსკვლავებს. ტერმინი პირველად 1906 წელს გამოიყენეს, დანიელმა ასტრონომმა ეინარ გერცშპრუნგმა შენიშნა, რომ ჰარვარდის სქემაში K და M კლასიფიკაციის ვარსკვლავები შესაძლებელი იყო დაყოფილიყო ორ განსხვავებულ ჯგუფად. ერთმანეთისგან გარჩევის მიზნით კი, ასტრონომმა მათ "გიგანტები“ და "ჯუჯები“ უწოდა.