კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა და ფასების დონე მნიშვნელოვნად შეამცირა. უფრო კონკრეტულად გასული ერთი კვირის განმავლობაში ერთი ბარელი ნავთობის ფასი 45 დოლარიდან 36 დოლარამდე შემცირდა .
ამასთანავე უკანასკნელი დღეების განმავლობაში ნავთობექსპორტიორი ქვეყნების კავშირი კორონავირუსის მიერ ნავთობზე შემცირებული მოთხოვნის საპასუხოდ, საკუთარი მოპოვების ეტაპობრივ შემცირებას განიხილავდა. ამ განხილვებში ჩართულები იყვნენ OPEC-ის არაწევრი ქვეყნები, მათ შორის რუსეთიც, რომლემაც ნავთობექსპორტიორი ქვეყნების კავშირის შეთანხმებაზე უარი განაცხადა და საკუთარი მოპოვება არ შეამცირა.რამაც ერთი ბარელი ნავთობის 36 დოლარამდე კლება გამოიწვია.
ექსპერტები მიიჩნევენ რომ ნავთობის ფასების მკვეთრი კლება დადებითად აისახება საქართველოზე ვინაიდან და რადგანაც ქვეყანაში შემცირდება საწვავის ფასი, რაც მოსახლეობის დანაზოგების გაზრდას შეუწყობს ხელს.