კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი მთელ მსოფლიოში იზრდება. ამ ფონზე, მშობლები ცდილობენ, აღმოაჩინონ ისეთი გზა, რითაც საკუთარი თავისა და შვილების დაცვას შეძლებენ. როგორც იცით, ეს სრულიად ახალი ვირუსია და თავად სპეციალისტებსაც კი არ აქვთ ამომწურავი ინფორმაცია. იქმნება უამრავი მითი, რომელთა რეალობისგან გარჩევა ხალხს ძალიან უჭირს. The New York Times-მა ექიმებსა და სპეციალისტებს სთხოვა, კარგად განემარტათ მოსახლეობისათვის, რეალურად რა არის სწორი ინფორმაცია და რისი დაჯერება არ ღირს.
სპეციალისტების რჩევების მიხედვით:
ერთი და იმავე ხელთათმანის დიდხანს გამოყენებას აზრი არ აქვს, რადგან ის მალევე ხდება ინფექციის წყარო. გარდა ამისა, ჩვეულებრივი ხელთათმანებს პატარა ხვრელები აქვს, რომლებშიც ვირუსის ნაწილაკების შეღწევა თავისუფლადაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, მისი ტარება არაეფექტურია. დაცვის ყველაზე კარგი საშუალება ხელების საპნითა და წყლით ხშირად დაბანვაა. თუ მეტროში ან სხვა ისეთ ადგილზე, ხართ, სადაც ხელის დაბანვას ვერ შეძლებთ, გამოიყენეთ ანტისეპტიკური გელი.
ექსპერტების თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს საპონი ანტიბაქტერიული იქნება თუ არა, რადგან ყველას დაახლოებით ერთნაირი ეფექტი აქვს. შეგახსენებთ, რომ ექსპერტების რეკომენდაციით, ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში უნდა დაიბანოთ საპნით ისე, რომ ხელის არც ერთი ადგილი მშრალი არ დაგრჩეთ. შემდეგ კი კარგად
ჩამოიბანოთ წყლით. სწორედ ესაა ვირუსებთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური გზა.
ექიმები თვლიან, რომ სრულიად ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც ვირუსის არანაირი ნიშანი არ აქვს, სამედიცინო ნიღბის გამოყენება არ სჭირდება. განსაკუთრებით კი ქუჩაში სიარული დროს. სამედიცინო ნიღბები არ არის ეფექტური ვირუსისგან თავდასაცავად, რადგან სახეს არათანაბრად და არასაკმარისად ფარავს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბავშვებში ძალიან რთულია სახის ნიღბის სრული წესების დაცვით გამოყენება, მით უმეტეს არაეფექტურია. სამედცინო ნიღაბი უნდა ატარონ მედპერსონალმა და იმ ადამიანებმა, რომლებსაც ვირუსი აქვთ, რათა არ მოხდეს ირგვლივმყოფთათვის გადაცემა.
ასევე ნუ დაიწყებთ არამიზნობრივად და დიდი რაოდენობით ბავშვებისთვის C ვიტამინის მიცემას იმ მოტივით, რომ ვირუსისგან დაიცავს. რა თქმა უნდა, თუ ზომიერად მისცემთ C ვიტამინს, ცუდი არაფერი მოხდება, მაგრამ თუ ისტერიულად, დიდი რაოდენობით დაიწყებთ მის გამოყენებას, შესაძებელია მუცლისა და თირკმელების ტკივილი გამოიწვიოს.