ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ (FINA) ოფიციალურად ჩამოთვალა ის 12 ნაკრები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 2020 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში და მათთვის კალენდარიც შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 22-29 მარტს ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში დაგეგმილ შეჯიბრში საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ნაკრებიც მიიღებს, რომელსაც ეს პატივი ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილზე გასვლით ერგო. ამ დღეებში დამტკიცებული კალენდრის თანახმად, რევაზ ჩომახიძის მიერ გაწვრთნილი ქართველი წყალბურთელები პირველ მატჩს 22 მარტს საბერძნეთთან ჩაატარებენ, შემდეგ კი, თურქეთთან (23), კანადასთან (24), ბრაზილიასთანა (25) და მონტენეგროსთან (26) თამაშებია. საკვალიფიკაციო შეჯიბრის ფორმატის თანახმად, 2 ექვსგუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფში 4-4 საუკეთესო ნაკრები გავა.
გუნდები თამაშს ოლიმპიური სისტემით გააგრძელებენ, 3 საუკეთესო ნაკრები კი ტოკიო 2020-ის საგზურს მოიპოვებს.