გერმანული ავტოგიგანტი Daimler-ი კორონავირუსის გამო ევროპაში მოქმედი ქარხნების დიდ ნაწილში წარმოებას აჩერებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხდებაში წერია.
კომპანიის განცხადებით, COVID-19-ის გავრცელების გამო სიტუაციის გამწვავებიდან გამომდინარე გადაწყდა ორი კვირით შეჩერდეს საავტომობილო წარმოება ევროპის ქარხნების უმეტესობაში, ასევე მართვის გარკევულ სფეროებში. მასში აღნიშნულია, რომ ზომები ამ კვირას შევა ძალაში, თუმცა კონკრეტულად როდიდან, ჯერ არაა ცნობილი.
ევროპაში ქარხნების მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მანამდე მიიღეს Volkswagen-მა Ford-მა და უმეტესმა ავტომწარმოებლებმა.