ბრიტანული Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ლონდონის ICE ბირჟაზე გუშინ მიმდინარე ვაჭრობის შედეგად 2003 წლის შემდეგ პირველად დაეშვა 25 დოლარზე დაბლა. რაც შეეხება ამერიკულ WTI ნავთობს, მან ღირებულების 21 დოლარი და 30 ცენტი დაკარგა და ბარელზე 21 დოლარი და 50 ცენტი შეადგინა, რაც ბოლოს 2002 წელს მოხდა. თუმცა მოგვიანებით მისი ფასიც გაიზარდა და 23 დოლარი და 40 ცენტი შეადგინა ბარელზე.