კორონავირუსის ეპიდემიის გამო ამერიკაში ონლაინ შოპინგით მოსარგებლეთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. თუ აქამდე ამ სერვისით მოსახლეობის მხოლოდ 4% სარგებლობდა, ახლა ამ რიცხვმა 41%-ს გადააჭარბა.
როგორც CNN-ი წერს, ამერიკული მსხვილი სუპერმარკეტების ქსელის Walmart-ის ონლაინ შეკვეთის აპლიკაციის გადმოწერის მაჩვენებელმა კი 218%-ით მოიმატა. რადენიმე თვეა, ახალი კორონავირუსით გამოწვეული საფრთხის გამო, ონლაინ გაყიდვებმა რეკორულ მაჩვენებელს მიაღწია და ახლა ამერიკაში ონლაინ გამოძახებით მოსახლეობის უმეტესობა სარგებლობს.
გამოცემის ინფორმაციით, დღეს ამერიკელი მოსახლეობის 41% უკვე ონლაინ „შოპინგზე“ გადავიდა, პროდუქტების ონლაინ შეძენისთვის განკუთვილი აპლიკაციები ყველა ასაკის მომხმარებლისთვის მარტივად გასაგებია და ამას სუპერმარკეტის წარმომადგენლებიც ადასტურებენ.