პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ხუთი სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ სამხედრო მოსამსახურეებს მომატებული ტემპერატურა აქვთ. უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ პირველადი შეფასებით, სამხედროები გაცივდნენ და ფაქტი ახალ კორონავირუსს არ უკავშირდება, თუმცა ზუსტი დიაზგნოზი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.