თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტების რაოდენობა 4-მდე გაიზარდა.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მეოთხე პაციენტის მძიმე მდგომარებას განაპირობებს ორმხრივი მძიმე პნევმონია და თანარსებული დაავადება.