"დიდი ოცეულის" წევრი სახელმწიფოები კორონავირუსის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური მდოგმარეობის დასაძლევად 5 ტრილიონ დოლარს ჩადებენ. ამის შესახებ "დიდი ოცეულის" სახელმწიფოთა მეთაურების სამიტის შემაჯამებელ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა. მასში ხაზგასმულია, რომ ლიდერები ვალდებულებას იღებენ, ყველაფერი გააკეთონ და ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ეკონომიკური და სოციალური ზარალი, რომელიც კორონავირუსით არის გამოწვეული.
"დიდი ოცეულის" ლიდერები მიჩნევენ, რომ ასეთი ზომები ხელს შეუწყობს მსოფლიო ეკონომიკას სწრაფად დადგეს ფეხზე და მყარი საფუძველი ჩაუყაროს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და ეკონომიკური ზრდის აღდგენას.