აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმ ინფექციონისტის მეგი კობახიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. როგორც ექიმმა განაცხადა ამჟამად კლინიკაში 16 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის კორონავირუსით დაინფიცირებული 5 ადამიანი. მისი თქმით, ხუთი პაციენტიდან სამს პნევმონია აქვს.