თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, პოლიციამ 3 პირი სამი ათასი ლარით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულების წესით გადაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტები იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და გურიის რეგიონებში გამოვლინდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.