საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ნავთობის გლობალური მოთხოვნა შესაძლოა, 20%-ით შემცირდეს. ამ დროისთვის, დაახლოებით 100 მილიონ ბარელზეა მოთხოვნა, აქედან 60% სატრანსპორტო საწვავზე მოდის.
ამასთან, კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია ტრაფიკის მკვეთრი შემცირება: ავიაკომპანიებმა გააუქმეს ფრენები, მანქანების მეპატრონეები სახლში, კარანტინში არიან.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, მსოფლიოს უმსხვილესი მომხმარებლის, ჩინეთის მოთხოვნა, მილიონ 800 ათასი ბარელით დაეცა დღეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ პერიოდის გლობალური მოთხოვნილება დღეში 2 მილიონ 500 ათასი ბარელით დაეცა.