დრონების მეშვეობით Google ინტერნეტის მიწოდებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გეგმავს. CNN-ის ინფორმაციით, უკვე წლებია, რაც Google და Facebook-ი მუშაობენ გეგმაზე, რომლის მეშვეობითაც ისინი ინტერნეტს მთელს მსოფლიოს მიაწვდიან. მსხვილმა კომპანიებმა გადაწყვიტეს ამისთვის სტარტაპ Spooky Action-ის შემქმნელის რაჰულ ტივარის იდეა განახორციელონ, რომლის მიხედვითაც ინტერნეტის მიწოდება დრონების მეშვეობითაცაა შესაძლებელი.
22 წლის ტივარიმ, რომელიც ინდიანას უნივერსიტეტის სტუდენტია, შექმნა სპეციალური დრონი, რომელიც ჩვეულებრივ დრონზე უფრო დიდი და ძლიერია. დრონზე შესაძლებელი იქნება რამდენიმე 4G როუტერის დამაგრება, რომლებიც მოსახლეობას ინტერნეტს მიაწვდიან. აღსანიშნავია, რომ ასეთ დრონები ინტერნეტის მიწოდებას ასობით ადამიანისთვის 40-50 კილომეტრის მანძილზე შეძლებენ.
სტატიის მიხედვით ერთი ასეთი დრონის შექმნა დაახლოებით 40 ათასი დოლარი დაჯდება, თუმცა გაცილებით იაფი ეღირება, ვიდრე ინტერნეტმიწოდების ტრადიციული გზა.