გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ევროპულ ქვეყნებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მეტი სოლიდარობისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ ჩვენი საზღვრის მიღმა უნდა გავიხედოთ. ვირუსს ეროვნება არ აქვს და ტკივილი საზღვრებთან არ ჩერდება", - აღნიშნა შტაინმაიერმა. მან გერმანიის საავადმყოფოები იტალიელი პაციენტების მიღების გამო შეაქო და განაცხადა, რომ მეტი "ასეთი ევროპული სოლიდარობის გამოვლინებაა საჭირო". მისივე თქმით, მთავრობებმა კრიზისის დაძლევისთვის მარტო არ უნდა იმოქმედონ.
"ჩვენი მომავალი ერთმანეთისგან იზოლაციაში არ არსებობს, ჩვენი მომავალი ერთიანობაშია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.