მოქალაქეებს დროებით, ავტომობილების ტექინსპექტირების ვალდებულება აღარ აქვთ. ამის შესახებ მთავრობის 27 მარტის დადგენილბაშია აღნიშნული.კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ვალდებულება მოქალაქეებს შეუჩერდებათ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვადა ემთხვევა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადას, ის შეჩერებულად ჩაითვლება საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.