პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების მარაგის შექმნის მიზნით მთავრობა 5 ათას ტონა შაქარს, 500 ტონა მაკარონსა და მილიონ 500 ათას ლიტრ ზეთს ყიდულობს. ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.
ამ პროგრამის ფარგლებში, სურსათის შესყიდვას „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო” განახორციელებს.
განკარგულების მიხედვით, პროდუქციის შესაძენად თანხა სამინისტროს ასიგნებებიდან გამოიყოფა, სულ 16 მილიონი ლარი.