Renault-ი კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქარხნებს ჩინეთისა და სამხრეთ კორეის გარდა ყველა ქვეყანაში ხურავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კორპორაცია ავრცელებს.
Renault-ის ცენტრალურმა კომერციულმა ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილებასაკუთარი თანამშრომლების, მომხმარებლების ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამო მიიღო. მათივე ინფორმაციით, კორპორაცია საქმიანობას ეპიდემიის დასრულების შემდეგ განაახლებს.