ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, 24 საათის განმავლობაში 2 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და მათი პასუხი უარტოფითია. როგორც მან აღნიშნა, დღის განმავლობაში კორონავირუსზე ანალიზი კიდევ 2 პაციენტს ჩაუტარდება და პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
სოლოღაშვილის განმარტებით, კლინიკაში მყოფი ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.