მთავრობა კურსთაშორის სხვაობის რისკებს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაშიც დააზღვევს, ისევე როგორც ეს გააკეთა გარკვეული ტიპის სასურსათო პროდუქტთან მიმარტებით.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, არსებობს გარკვეული რეზერვები და მთავრობა მას გამოიყენებს.