ინგოროყვას კლინიკის ერთ-ერთ თანამშრომელს, COVID 19-ის მიმღებ ერთ-ერთ კლინიკაში აკვირდებიან. ინგოროყვას კლინიკის ადმინისტრაციულ დირექტორ ნინო ქოჩორაშვილის განცხადებით, კლინიკის სამ თანამშრომელს იმ პაციენტთან ჰქონდა შეხება, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა. ორი მათგანი თვითიზოლაციაში, ხოლო ერთ-ერთი, რომელსაც ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ტესტის პასუხი დღეს საღამოს იქნება ცნობილი. ქოჩორაშვილის თქმით, აღნიშნულის მიუხედავად კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას.