სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა, რის შედეგადაც ქვეყანაში ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. ამასთან სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 663-ს მიაღწია. ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 16 მარტის შემდეგ სომხეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.