კორონავირუსის გამო აშშ-ში დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობის დასახელება გადაიდო. პარტიის ოფიციალური განცხადების მიხდვით, ვისურის მასობრივი გავრცელებისა და ქვეყნაში შექმნილი კრიტიკული მდგომარების გამო დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა ივლისის ნაცვლად აგვისტოში გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხევების მიხედვით დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი მხარდაჭერა ქვეყნის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აქვს. მას ვერმონტის შტატის სენატორი ბერნი სანდერსი მოჰყვება. კორონავირუსის გამო შტატებში საპრეზიდენტო კანდიდატების მოსახლეობასთან შეხვედრები დროებით შეჩერდა.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.