ესპანეთის შრომის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში სამსახური დაახლოებით 900 000-მა ადამიანმა დაკარგა. სამინისტროს ცნობით, 80 000 ადამიანი ავადყოფნის გამო სამსახურში არ დადის, ხოლო 170 000 ბიულეტინზეა თვითიზოლაციის ან კარანტინის გამო.
"ეს უპრეცენდენტო მდგომარეობაა", - აღნიშნავს შრომის მინისტრი, იოლანდა დიასი.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ესპანეთში კორონავირუსის 117 010 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს ესპანეთში 587 ადამინი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 10 935-მდე გაიზარდა.