მსოფლიო ოქროს საბჭოს (World Gold Council) ინფორმაციით, 2020 წლის თებერვალში ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს შესყიდვები გაზარდეს. საერთო ჯამში, რეგულატორებმა თებერვალში 36 ტონა ოქრო იყიდეს.
ამასთან, შესყიდვების ზრდა მხოლოდ მიმდინარე წლის იანვართან შედარებით შეინიშნება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, პირიქით, მაჩვენებელი 52%-ით შემცირდა.
ძვირფასი ლითონების მარაგების შევსებაში ლიდერი არის თურქეთი. უმსხვილეს შემსყიდველებს შორისაა ასევე რუსეთი, თეორიულად სამეულში უნდა შედიოდეს ავსტრალიაც, რომელმაც, IMF-ის (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) მონაცემებით, 7 ტონა ოქრო იყიდა, თუმცა, მსოფლიო ოქროს საბჭოს მონაცემი ჩამონათვალში ჯერ არ შეუტანია. შესაბამისად, საბჭოს სიაში მესამე ადგილზეა ყაზახეთი, რომელსაც ყატარი მოსდევს.