დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მდგომარეობა სტაბილურია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული არ არის.
"დარწმუნებული ვარ, გადაიტანს, ვინაიდან, რაც პრემიერ-მინისტრის შესახებ დანამდვილებით ვიცი არის ის, რომ ის მებრძოლია. მალე მართვის სადავეს დაუბრუნდება და ამ კრიზისიდან გამოგვიყვანს", - განაცხადა დომინიკ რააბმა პრეს-კონფერენციაზე.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, მდგომარეობის გაუარესების გამო 6 აპრილს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.